სასწავლო პროექტი

ხილი Fruits


პროექტის მთავარი იდეა: საქართველოში გავრცელებული ხილის მოძიება და მათი სასარგებლო თვისებების შესწავლა.

პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია იმ თვალსაზრისით,რომ ხელს შეუწყობს ბავშვების ბუნებასთან დაახლოვებას. განუვითარებს ძიების და ურთიერთთანამშრომლობის უნარს. ინფორმაციას მოიძიებენ ინგლისურ ენაზე, რაც ხელს შეუწყობს  ლექსიკური მარაგის გამდიდრებას.

პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია ბავშვებმა უფრო მეტი შეიტყონ ხილის სასარგებლო თვისებებზე. გაიგონ მისი დადებითი მხარე ჯანსაღი  ცხოვრებისათვის.

მონაწილეთა ასაკი: 10 წელი.

ვადები/ ხანგრძლივობა: 10 დღე.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შიქმნას: მოსწავლეები მოამზადებენ პრეზენტაციას, რომესაც გავაცნობთ სხვა კლასის მოსწავლეებს, რაც მათშიც გამოიწვევს დაინტერესებას მსგავსი პროექტის შესაქმნელად.


პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნები, სახელმძღვანელო, ინტერნეტი, სურათები, ფურცლები, ფერადი ფანქრები.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტივობა 1. დრო 4 დღე. თემა შევარჩიე მოსწავლეებთან ერთად მათი აზრის გათვალისწინებით.
კლასი დავყავი 2 ჯგუფად, გავანაწილეთ დავალებები.
პირველ ჯგუფს მივეცი დავალება, მოიძიონ ინფორმაცია ხილის შესახებ.
What is it?
What colour is it?
When does it ripen?
What shape is it?
What can we  make with it?
მეორე ჯგუფი მოიძიებს სურათებს ან დახატავს შესაბამისი ხილის სურათს.
აქტივობა 2. ბავშვებს  ვთხოვ წარმოადგინონ მოძიებული ინფორმაცია, მოვახდენთ მათ დახარისხებას და გადარჩევას.

საგნებთან /საგნობრივ ჯფუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
უცხ.დ.I.7. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ტექსტზე მუშაობის საწყისი ჩვევები და სტრატეგიები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით მშობლიურ ენაზე გამოთქვამს ვარაუდებს ტექსტის შინაარსის შესახებ;

პროექტის ხელმძღვანელი/მასწავლებელი: ხათუნა ღლონტი

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: xatunaglonti@gmal.com.

პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: xatunaglonti.blogspot.com